понедельник, 14 июня 2010 г.

ჩვენ და ვიტამინები

1.პროექტის სახელწოდება: ჩვენ და ვიტამინები

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა ვიტამინების ჯგუფზე, მათ მნიშვნელობასა და გავრცელებაზე. შექმნიან თვალსაჩინოებებს და განათავსებენ ბლოგზე.

3.პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად: ერთი ჯგუფი მოიპოვებს მასალას A ჯგუფის ვიტამინებზე, მეორე ჯგუფი - B ჯგუფის ვიტამინებზე, ხოლო მესამე ჯგუფი C ჯგუფის ვიტამინებზე. მოპოვებული მასალა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმაზე, თუ რა როლი აქვს ამა თუ იმ ვიტამინს ადამიანის ორგანიზმისათვის, რა საკვები შეიცავს მას, როგორია მისი ქიმიური და სტრუქტურული ფორმულები, რა ფაქტორები ახდენს გავლენას მის სტრუქტურაზე და რა უარყოფით გავლენას მოახდენდა მისი ნაკლებობა ორგანიზმში. მოპოვებულ მასალას, გამდიდრებულს ფოტომასალით განათავსებენ ინტერნეტში.

4.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი

5.ვადები: 2010წლის ოქტომბრის პირველი ათი დღე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ლიტერატურის მოძიება, მოძიებული მასალის გაცნობა კლასში პერიოდულად, საუკეთესო ფოტომასალის შერჩევა.

7.მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.

მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ვიტამინების ბიოლოგიურ მნიშვნელობას ორგანიზმისათვის, მოხდება ინტეგრაცია ბიოლოგიასთან და ფიზიკასთან,გაიგებენ სწორი კვების მნიშვნელობას.გამოიმუშავებენ დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარს।

8.სარგებელი სხვებისათვის: პროექტის დასრულების შემდეგ ინტერნეტში განთავსდება სხვებისთვის საჭირო, საინტერესო და გასაგები მასალა.

9.სამუშაო ენა: ქართული(ან სურვილისამებრ)

10.საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

ინტეგრირება ხდება ბიოლოგიასთან, ფიზიკასთან, ასევე გეოგრაფიასთან

11.პროექტის ფასილიტატორი: ნინო აბაშიძე 180-ე სკოლის პედაგოგი

12.ფასილიტატორის ელ. ფოსტა n.abashidze 180@gmail.com